შსს-ში საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ამ გეგმის მისაღწევად არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმასა და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი-პატრულ ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურეობის ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს – ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებით. ამისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კომპანია-კორპორაცია „მიცუბიშს“, რომელთა დახმარებითაც დღეს გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურეობის ხარისხის ამაღლებას.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ამ იდეის, რომ ეს ავტოპარკი გადასცემოდა საპატრულო პოლიციას, ჩვენ ალბათ გაგვიჭირდებოდა“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.