ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.
„ვიცე პრემიერმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი სიახლე ინერგება და ძალიან საინტერესო გეგმებია. მინდა, მინისტრს წარმატება ვუსურვო და ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენს ქვეყანაში წესრიგსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს და აშენებს საფუძველთა საფუძელს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.