შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
„თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტული გეგმაც გვაქვს... ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა და თუ ნახავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით ფაქტობრივად მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად კატეგორიული", განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ამ გადაწყვტილებით, გახარიამ განაცხადა:
„არ ვიცი, ეს მისი ნებაა, შეიძლება დაიწყო, შეიძლება არ დაიწყო, არ მინახავს ეს განცხდება. თუ დაიწყო, ალბათ, ნაადრევად დაიწყო".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.