ორი სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა ერთმანეთს სამხრეთ საფრანგეთში, რამაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ამ წუთებში BBC იუწყება, მაშველები ვარის რეგიონში იმყოფებიან და მეექვსე პირს ეძებენ, რომელიც ერთ-ერთი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.
ავარიის მიზეზი უცნობია. ვარის ოფიციალური პირების ცნობით, ორივე ვერტმფრენი სამხედრო ფრენების სკოლა „ეალატს“ ეკუთვნოდა. აღნიშნული სკოლა არმიისა და სხვა სამხედრო სამსახურების მფრინავებს უზრუნველყოფს ტრეინინგით.
„ეალატის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენების სკოლა Cannet des Maures -ს 82 ვერტმფრენი ჰყავს და ფრანგ, გერმანელ და ესპანელ მფრინავებს წვრთნის.
„გაზელი“ საფრანგეთის სამხედრო ძალების სამსახურში 1970-იანი წლებიდანაა ჩართული და გამოყენებული იყო ფრანგული ძალების მიერ მალიში, ანტი-ტერორისტულ მისიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.