კახა კალაძე: გენერალურ გეგმაზე სადებატო არაფერი არ არის
02-02-2018, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ მერი გენერალური გეგმის საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში მივიდეს. როგორც კალაძე აცხადებს, გენერალურ გეგმაზე „სადებატო არაფერი არ არის".

 

 

მისივე შეფასებით, „ნაციონალური ​მოძრაობა“ წარსულშია ჩარჩენილი, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია".

 

 

„პირადად გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ – ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში. ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტები, დაგვეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და გამოგვიყვეს უცხოელი ექსპერტები. ჩართული არიან ასევე ქართველი ექსპერტებიც და ვისაც პოლიტიკური ოპონირების სურვილი აქვს, წარმოადგინოს ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს” აქვს მოწოდებული.

 

 

გენერალური გეგმა ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის სახალხო დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება, მათ მივეცი შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ დოკუმენტის შეფასებაში. აქ სადებატო არაფერია“, განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი