„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის
02-02-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, რაშიც მინისტრ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.

 

 

„ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას: კრიმინალურს პოლიციას, საპატრულო პოლიციას, საზღვრის დაცვას, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის, ქვეითი პატრულის გაძლიერებას და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჩვენი მოსახლეობის დაცულობის თვალსაზრისით.

 

 

ასევე, მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდეს ბალანსი უწყებაში და მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული! ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი