კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა. მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ როს ეთელმა მიულოცეს, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ლელა ჩიქოვანმა ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისა და ტრენინგის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება კურსის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ტრენინგი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ ორი კვირის განმავლობაში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობდა. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს გამოცდილება ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა გაუზიარეს. კურსის ფარგლებში მსმენელებს საქართველოსა და რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და მმართველობის პროცესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეშვიდედ განხორციელდა.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.