საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დღეს შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დირექტორის მოადგილეს ფილიპ ფლურის და პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სამუშაო ჯგუფის თანათვმჯდომარეს, კალიფორნიის სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელს მარკ კალბერს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა და მიზნად ისახავდა არსებული და სამომავლო კოოპერაციის საკითხების განხილვას.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას DIB-ის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი დაესწრო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.