პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, თბილისის 177-ე საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებთან სტუმრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცერნტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
177-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს.
ბავშვებმა წერილები შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პირადად გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ. მათ სკოლის აღსაზრდელებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული მისიებიც გააცნეს. მოგვიანებით, მოზარდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მიმდინარე ეტაპზე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 177-ე სკოლის მოსწავლეების გზავნილებთან ერთად საქართველოს 11 ქალაქის 42 საჯარო სკოლიდან 2000 წერილი იგზავნება.
„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.