საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
„როდესაც ქვეყანა დგას კონკრეტული გამოწვევების წინაშე, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცვლელი. ეს კომპონენტი ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მიმართლება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ, სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, იყო შექმნილი 2005 წელს, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები უფრო სხვა ხარისხის არის, შეიცვალა ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც, შეიცვალა ბევრი რამ სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა იყო შესაცვლელი.
რა არის ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება, გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებისთვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან მიმართვა, ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე არის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის, თუმცა, არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევის, პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ", განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.