გვატემალას ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის 60 000-ზე მეტი ნანგრევი აღმოაჩინეს - არქეოლოგები განცვიფრებული დარჩნენ „დაუჯერებელი თავდაცვითი მახასიათებლების“ აღმოჩენით
03-02-2018, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მკვლევარებმა გვატემალაში მაიას ცივილიზაციის 60 000-ზე მეტ ნანგრევს მიაკვლიეს, რაც მთავარ არქეოლოგიურ გარღვევას წარმოადგენს.

 


როგორც BBC თავის სტატიაში წერს, კვლევისას ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს, რათა ციფრულად დაეთვალიერებინათ ტყეების ჩრდილის ქვედა შრეები, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სახლები, სასახლეები, ამაღლებული შარაგზები, და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები.

 


ლანდშაფტი, უკვე მაიას ქალაქებად ცნობილი ადგილების სიახლოვეს, ფიქრობენ, რომ სამკვიდრებელი იყო მილიონობით მეტი ადამიანისა, ვიდრე ამას უწინდელი კვლევა ვარაუდობდა.

 


მკვლევარებმა ჩრდილოეთ პატენში რუკაზე 2 100 კვ.კმ.-ზე მეტი ტერიტორია აღნიშნეს.

 


არქეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მაიას ცივილიზაციის შესახებ მსოფლიოს დღემდე არსებულ შეხედულებებს შეცვლის.

 


„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უდიდესი წინსვლაა 150-ზე მეტი წლის განმავლობაში მაიას არქეოლოგიაში“, განაცხადა სტივენ ჰიუსტონმა, ბრაუნის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროფესორმა BBC-სთან საუბრისას.

 

 

 


მან აღნიშნა, რომ არქეოლოგიის სფეროში ათწლეულების მუშაობის შემდეგ, ბოლო კვლევის მნიშვნელობა „სულისშემკვრელია“ და დაამატა: „ვიცი, ეს გაზვიადებულად ჟღერს, მაგრამ როცა შევხედე [„ლიდარის“] გამოსახულებას, მან მე ცრემლები მომგვარა“.

 


„ლიდარის“ ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებული შედეგები ამტკიცებს, რომ ცენტრალური ამერიკა უფრო უჭერდა მხარს მოწინავე ცივილიზაციას, ისეთი დახვეწილი კულტურების მსგავსად, როგორც ანტიკური საბერძნეთი და ჩინეთი იყო.

 


იტაკას კოლეჯის არქეოლოგ თომას გარისონს სჯერა, რომ მასშტაბი და მოსახლეობის სიმჭიდროვე „სათანადოდ არ იყო შეფასებული და ის ფაქტობრივად, 3-ჯერ ან 4-ჯერ უფრო დიდი შეიძლება იყოს, ვიდრე უწინ იყო მიჩნეული“.

 


როგორ მუშაობს ლიდარი?

 


ზოგიერთი არქეოლოგის მიერ „მაგიურად“ წოდებული „ლიდარი“ ნათელს ჰფენს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რაც თითქმის უხილავია შიშველი თვალისთვის, განსაკუთრებით ტროპიკებში.

 


ის დახვეწილი დისტანციური მგრძნობელობის ტექნოლოგიაა, რომელიც ლაზერულ სხივს იყენებს, რათა მჭიდროდ აიღოს დედამიწის ზედაპირის სინჯები.

 


თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან ყოველ 4 წამში მილიონობით ლაზერული პულსის გამოსხივება ხდება ხმელეთზე.

 


ტალღის სიგრძეები იზომება მაშინ, როცა ისინი უკან ისხლიტებიან, რომელიც არ არის არამსგავსი იმისა, თუ როგორ იყენებენ ღამურები ულტრახმოვან ლოკატორს ნადირობისას.

 


ამის შემდეგ, მაღალი სიზუსტის მაჩვენებლები გამოიყენება იმისათვის, რომ დამზადდეს ხმელეთის ზედაპირის ტოპოგრაფიის სამგანზომილებიანი სურათი.

 


რევოლუციური საგანძურის რუკა

 


მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, გამოიყენა „ლიდარი“ იმისათვის, რომ ციფრულად მოეცილებინათ ხშირი ხეების ჩრდილი, რათა შეექმნათ 3D რუკა, რომელიც გვატემალას ამჟამად უდაბური და დაუსახლებელი ტროპიკული ტყის ზედაპირის ქვემოთ არსებულ სინამდვილეს აჩვენებს.

 


„ლიდარი არქეოლოგიის რევოლუციონირებას ახდენს, ისე როგორც ედვინ პაულის კოსმოსურმა ტელესკოპმა მოახდინა რევოლუცია ასტრონომიაში“, უთხრა ტულანის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ფრანჩესკო ესტრადა-ბელიმ „National Geographic“ -ს. „ჩვენ მომავალი 100 წელი დაგვჭირდება, რომ ყველა მონაცემი განვიხილოთ და ნამდვილად გავიგოთ, თუ რას ვუყურებთ“.

 

 

 

 

არქეოლოგები ჩრდილოეთ გვატემალაში მაიას „ელ ზოტზად“ წოდებული ადგილმდებარეობის გათხრებს წლებია ახორციელებენ და რუკაზე გულმოდგინედ აღნიშავენ ლანდშაფტს. მაგრამ „ლიდარის“ მეშვეობით ჩატარებულმა კვლევამ გამოამჟღავნა ციხე-სიმაგრის კილომეტრობით კედელი, რაც მანამდე გუნდს არასოდეს შეუნიშნავს.

 


როგორც გარისონმა „Live Science“-ს უთხრა, აღნიშნული გორაკის წვერზე, სადაც ეს ციხე-სიმაგრეა, 2010 წელს იმყოფებოდა და მის სიღრმეში დაახლოებით 45 მეტრის მანძილზე იყო, თუმცა არაფერი უნახავს.

 

 

მაიას ცივილიზაცია, რომელიც თავის მწვერვალზე 1 500 წლის წინათ იმყოფებოდა, ფარავდა ადგილს, რომელიც დაახლოებით ორჯერ დიდი იყო, ვიდრე შუა საუკუნეების ინგლისი. ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენდა.

 


„ამ ახალი მონაცემებით, უკვე აღარ არის არაგონივრული იფიქრო, რომ იქ დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე ადამიანს ეცხოვრა. მათ შორის ბევრი იცხოვრებდა დაბალ, ჭაობიან ადგილებში, რომელსაც ბევრი ჩვენგანი საცხოვრებლად გამოუსადეგარად მიიჩნევდა “, განაცხადა ესტრადა-ბელიმ.

 


არქეოლოგები განცვიფრებული დარჩნენ „დაუჯერებელი თავდაცვითი მახასიათებლების“ აღმოჩენით, რომელიც მოიცავდა კედლებს, ციხე-სიმაგრეებს და თხრილებს.

 


ეს კი აჩვენებს, რომ მაიას ხალხები უფრო მეტი რესურსის ინვესტირებას ახდენდა თავიანთი თავის თავდაცვისთვის, ვიდრე ეს უწინ იყო მიჩნეული, განაცხადა გარისონმა.

 


ერთ-ერთი აღმოჩენა ეხება 7-სართულიან პირამიდას, რომელიც ისე არის დაფარული მცენარეულობით, რომ ის პრაქტიკულად ჯუნგლებშია გაუჩინარებული.

 


კიდევ ერთი აღმოჩენა, რამაც გააკვირვა არქეოლოგები, ქვაფენილების კომპლექსური ქსელი იყო, რომელიც აღნიშნულ ადგილმდებარეობაში მაიას ყველა ქალაქს აკავშირებდა. აწეული შარაგზები, რომელიც ადვილი გადაადგილების საშუალებას იძლეოდა, თვით წვიმების სეზონის დროსაც, საკმაოდ ფართო იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გზები მეტისმეტად დატვირთული იყო და ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა.

 

 

 


„წარმოდგენა, რომ უყურებდე უწყვეტ ლანდშაფტს, მაგრამ გაცნობირებული გქონდეს, რომ ყველაფერი, ბევრი კვადრატული მილის გასწვრივ, დაკავშირებულია, გასაოცარია“, განაცხადა ჰიუსტონმა.

 


„ჩვენ უნდა მოველოდოთ შემდგომ საკვირველებებს“, დაამატა მან.

 


„ლიდარის“ კვლევა პირველი ნაწილია სამწლიანი პროექტისა, რომელსაც სათავეში უდგას გვატემალური ორგანიზაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწყობს ხელს. პროექტი საბოლოოდ გვატემალას 14, 000 კვ.კმ.-ზე მეტ დაბლობ ადგილებს დაიტანს რუკაზე.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი