მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის 33-ე ბაგა-ბაღის დათვალიერებისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უნდა შეიცვალოს მიდგომები და კონკრეტული ზედამხედველობა როგორც პროექტის მომზადების პროცესში, ასევე მშენებლობის და მისი დასრულების შემდეგაც უნდა განხორციელდეს.
„კონკრეტულად ამ მშენებლობასთან არის სერიოზული პრობლემები. ჩემს მოადგილეს დავავალე, დღესვე დაიბარონ კომპანია, ვინც სამუშაოები განახორციელა და მოსთხოვონ შესაბამისი პასუხი. შეუძლებელია, თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც სახეზე გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, მშენებლობებთან“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.