სირიის პროვინცია იდლიბში მეამბოხეებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
04-02-2018, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული სახმელეთო იერიშების თვითმფრინავი „სუხოი-25“ სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბში, მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იქნა ჩამოგდებული.

 


BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუმცა კი მფრინავი ინციდენტს გადაურჩა, რადგან მოახერხა კატაპულტირება ალმოდებული თვითმფრინავიდან, იგი სახმელეთო ბრძოლისას „ტერორისტების“ მიერ იქნა მოკლული. უწყების განცხადებით, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იპოვოს ცხედარი.

 


„ჰაიატ თაჰრირ ალ-შამმა“ - უწინ ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე დაჯგუფებამ - განაცხადა, რომ თვითმფრინავი მან ჩამოაგდო.

 

 

 


სირიის მთავრობამ, რომელსაც მხარს რუსული საჰაერო ძალები უჭერენ, აჯანყებულთა ჯგუფის წინააღმდეგ იერიში იდლიბში გასული წლის დეკემბერში წამოიწყო.

 


იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავის ჩამოგდება მოხდა, ინციდენტამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული სამხედრო ძალების მიერ ათეულობით საჰაერო დარტყმა განხორციელდა, განაცხადეს მონიტორინგის ჯგუფებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი