სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 120-მდე სხვამ დაზიანებები მიიღო აშშ-ის შტატ სამხრეთ კაროლინაში მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 147 ადამიანი გადაჰყავდა, სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, აღნიშნულია კომპანია Amtrak-ის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.