თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა
04-02-2018, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ევროპული საქართველოს“ კვირას ჩატარებულ რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.

 


როგორც უგულავამ განაცხადა, „პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს... სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრობასთან, აგებს ომს კრიმინალთან“, რის გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღო მას ეს გამოწვევა.

 


„ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, გათვლა - შეჩვეული ჭირი სჯობს - ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არც ერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრობასთან, აგებს ომს კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის, ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ“, განაცხადა გიგი უგულავამ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

 


ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში რიგგარეშე, შუალედური არჩევნები აპრილში ჩატარდება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სახელისუფლებო კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი