კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა.
როგორც GUARDIAN.GE-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, იმ პირობებში, როცა თვითმფრინავის ფრთების დაბოლოება არ გაიშალა, რაც ავიალაინერის დროულად შეჩერების ხელისშემწყობია, ინციდენტის მშვიდობით დასრულების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემწყობი ის გახდა, რომ თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი საკმაოდ გრძელია. მისი სიგრძე 3 000 მეტრს შეადგენს.
აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია და არც თვითმფრინავი დაზიანებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.