ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს
18-05-2015, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს.

 
„ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვა და ამბოხებულების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა იყო. ქვეითი პატრულირების დროს, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი