ცაგერში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მაქსიმობა აღინიშნა. წმ. მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ცაგერის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მოეწყო ლიტანიობა წმ.მაქსიმეს სახელობის ტაძრამდე, სადაც ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთი მიტროპოლიტ თეოდორესთან და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასთან ერთად, წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
დღესასწაულს სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.