ახმეტის მუნიციპალიტეტში USAID-ის პროექტით „ზრდა“ გრანტების პროგრამის განხორციელება იწყება
05-02-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

ახმტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიწოდება მცირე გრანტების პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას წარმოადგენს.

 


„USAID-ის პროექტი Zrda განახორციელებს მცირე გრანტების პროგრამას ახმეტის მუნიციპალიტეტის 9 თემში (ქალაქი ახმეტა, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, მატანი, საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ხალაწანი, ომალო) და დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რეგიონის პოპულარიზაციაში ტექნიკური დახმარების გზით. მცირე გრანტების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს ახმეტის მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში", ნათქვამია ახმეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი