ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვებასა და მისი ნოდარ ჯავახიშვილით ჩანაცვლებაში პრობლემას ვერ ხედავს. კალაძის თქმით, გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა თუ რამდენიმე მინისტრი კიდევ შეიცვლება, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა.
„იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემი პოსტი ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავოს პირველად მესმის, თუმცა, თუკი ასეთი რამ მოხდება, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ცვლილებებთან დაკავშირებთ გუნდში საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილებები განხორციელდება და რამდენიმე მინისტრი შეიცვლება, პრობლემას ვერც ამაში ვხედავ, რადგან ეს პოლიტიკის თანმდევი პროცესია და აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლაზე არაოფიციალურად, აქტიურად საუბრობენ, თუმცა მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეცვლით, ლარის პრობლემა არ მოგვარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.