თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი: ყველა სამუშაო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა იყოს ჩატარებული ხარისხიანად
05-02-2018, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა სამუშაო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა იყოს ჩატარებული ხარისხიანად, აღნიშნული განცხადება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ გაფართოებულ თათბირზე გააკეთა.

 


თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თათბირს, რომელსაც თავად ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა, მერის მოადგილე მერაბ სირაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

 

 

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან თითოეული სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რის შემდეგაც გასცა დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარებისათვის, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

 


„მე უნდა მქონდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარი და დაგეგმილი ყველა აქტივობის შესახებ, ასევე თითოეული სოფლისა და უბნის ყველა პრობლემის შესახებ, ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ყველა სამუშაო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა იყოს ჩატარებული ხარისხიანად. ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება და გაკეთდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. ყველა პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი მთავრობის შესაბამისი უწყებების წინაშე, დამტკიცებულია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფით. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ხელისუფლება არის ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში“, განაცხადა თათბირზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი