საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
ელიზაბეტ მილარდმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი ასევე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში არსებულ ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკას შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ მილარდს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.