რუსლან​ ჩერნოლუცკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა
06-02-2018, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, 6 თებერვლის ღამეს სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა.

 

 

„მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილად ცნობის ოქმის ჩაბარების მცდელობა პროკურატურის მიერ თარიღდება 5 დეკემბრით. ასეთ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების ათვლა უნდა იწყებოდეს 5 დეკემბრიდან. უფრო ზუსტად, მას ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ფოსტით 6 დეკემბერს გაუგზავნეს. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღკვეთის ზომის ვადა იწურება 6 თებერვლის ღამით, რაც ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება“, განაცხადა ჩერნოლუცკიმ, რომლის თქმითაც, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ვადის გასახანგრძლივებლად, სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს.

 

 

ადვოკატის ვარაუდით, ის, რომ პროკურატურას აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების ვადის გახანგრძლივება ამ დრომდე არ მოუთხოვია, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების პროცედურებს უკავშირდებოდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი