გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლაში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო ექიმის, ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნის საღამო ჩატარდა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძე, მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ხელისუფლების პირველმა პირებმა, ღონისძიების დაწყებამდე, ბეგიაშვილის საფლავი გვირგივნით შეამკეს და გმირულად დაღუპული სამხედო მოსამსახურის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„საღამოზე გაიმართა ზურაბ ბეგიაშვილის დედის, ნანა ბეგიაშვილის წიგნის „აგვისტო-მშვიდობის ფასი“ პრეზენტაცია, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნიდან და აჩვენეს ბეგიაშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ბეთანიამ“ გააფორმა.
უმცროსი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ცხოვრობდა. მას 3 თებერვალს 38 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველი სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე მიიღო მედალი სამშობლოსათვის თავდადებული", აღნიშნულია გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.