უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, უკრაინა და საქართველო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ავაკოვმა ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გელა დუმბაძესთან შეხვედრისას ისაუბრა.
უკრაინის შს მინისტრის თქმით, ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაციაა.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა თქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი პარტნიორული ურთიერთობების მტკიცებულებაა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების უწყებათშორისი ეფექტური თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი, საპოლიციო დონეზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.