ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმესთან მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა
18-05-2015, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოში დღეს ირაკლი აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მერიის მიერ შპს "ენკოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმესთან საგზაო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.


აბესაძის თქმით, აღნიშნული კომპანია გასული წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილია, რეალურად კი, კომპანიის მფლობელი თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი. აბესაძის განცხადებით, მერიამ დაახლოებით მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა გიგი უგულავას წინააღმდეგ გამომსვლელ მოწმესთან.


აბესაძე აცხადებს, რომ კომპანიამ "ლოკომოტივის" სტადიონის გარშემო საგზაო სამუშაოები უნდა შეასრულოს, მაშინ როცა შპს "ენკოს" დღემდე მხოლოდ 400.000 ლარის ღირებულების სამუშაო აქვს შესრულებული და მერიამ კონტრაქტი გააფორმა ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მუშაობის ხანმოკლე გამოცდილება აქვთ.


აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა ბრიფინგზე თბილისი მერიის მიერ კომპანიასთან 8 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი