30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, აღნიშნულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა.
დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა.
ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.
დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.
პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.