შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე: სპეკულაცია, თითქოს ეს საქმე გამოუძიებელია, არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის
06-02-2018, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ყველა საჭირო გამოძიება და საპროცესო მოქმედება ჩატარებულია და მისივე თქმით, საქმე სრულყოფილად და ობიექტურადაა გამოძიებული.

 

 

როგორც მთავარმა პროკურორმა მედიის წარმომადგენლებს საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა დაცვის მხარის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

 

„არსებობენ კონკრეტული ბრალდებულები, რომლებსაც ბრალი ედებათ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში, მიმდინარეობს არსებითი განხილვები და რაიმე სპეკულაცია, თითქოს ეს საქმე გამოუძიებელია, არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის.... ყველა, ვინც უნდა დაკითხულიყო, დაკითხულია, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ნაწილი ექსპერტიზა ჩატარებულია, ნაწილი ჩატარების ეტაპზეა და დასკვნები სასამართლოს წარედგინება. შესაბამისად, ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთა ორი პიროვნება, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. აქ დანაშაული მდგომარეობს მკვლელობის ჩადენაში კონკრეტული პირების მიმართ და არა ინციდენტში მონაწილეობაში. ამოღებულია ორი დანა, დადგენილია, რომ ორივე დანა მკვლელობის იარაღია. დადგენილია, რომ დანებზე გარდაცვლილების გენეტიკური პროფილებია. მესმის სპეკულაციები, მესმის, რომ ეს დაცვის ტაქტიკაა, მაგრამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სხვა რეალობაა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებათა სტანდარტით დადგენილია ორი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა", განაცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი