მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ არის საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებული და სასამართლოში პროცესი მისი ბრალეულობის საკითხზე არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, პროკურტურამ სასამართლოს ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე მიმართა.
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სასამართლოს მივმართეთ. ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის შესწავლა სასამართლოს მიერ ხდება. ჩვენ თურქეთის პროკურატურიდან მიღებულ მასალებს წარვადგენთ. დაცვის მხარე და შესაბამისი დაინტერესებული პირი მის ხელთ არსებულ მასალებს წარადგენენ.
სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჩვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არ არის. ხსენებული პიროვნება საქართველოს პროკურატურის ბრალდებული არ არის. აქ საუბარი ექსტრადირების პროცესზეა. ეს პროცედურები თურქეთის პროკურატურიდან მიღებული მტკიცებულებების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ტარდება”, განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.