საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონის" გახსნას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ბათუმს აქვს ყველა რესურსი, რომ საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდეს.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ვზეიმობთ - გაიხსნა "ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბათუმისა და საქართველოს მიმართ ნდობა და ინტერესი დღითიდღე იზრდება. ჩვენ მივესალმებით აქ ისეთი მნიშვნელოვანი ბრენდის შემოსვლას, როგორიცაა "ჰოლტონი". ეს პროექტი მართლაც წარმატებულია, რადგან მისი საერთო საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. მინდა სასტუმროს მფლობელებსა და ინვესტორბს მივულოცო დღევანდელი დღე და მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი და მას აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ გახდეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება.
"ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეგიონის განვითარებისთვის. ზოგადად მთლიანად აჭარას აქვს პოტენციალი იმისა, რომ გახდეს საქართველოს ყველაზე წარმატებული რეგიონი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.