საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
ირაკლი კობახიძე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერს, სტივ სკალიზს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტივ სკალიზის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული მეგობრისა და მოკავშირის ურყევ ფინანსურ მხარდაჭერას.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იყო. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.