ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა კაპიტოლიუმში უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ პოლ რაიანს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს ამერიკელი ერის მხარდაჭერას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, პოლ რაიანმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და პარლამენტის თავმჯდომარეს ურყევი მხარდაჭერა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
სპიკერმა რაიანმა ირაკლი კობახიძე “National Prayer Breakfast“-ზე მიიწვია, რომელიც 8 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.
„დღეს შეხვედრა გაიმართა ჩემს კოლეგასთან, სპიკერ რაიანთან. შედგა საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის თაობაზე“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.