გიორგი კვირიკაშვილი: თსუ-ში გაზრდილი თაობების მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა
07-02-2018, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველასთვის საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 


„მან გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით ტარდება. უმნიშვნელოვანესია, რომ დელეგაციები 147 ქვეყნიდან - როგორც სამეცნიერო წრეების, ისე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისი თქმით, „წელს ასევე ვზეიმობთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება 26 მაისს, როდესაც ჩვენთან ჩამოვლენ მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები".

 

 

ვფიქრობთ, 2018 წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია", აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი