გიორგი კვირიკაშვილი: მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის საბაგირო გზები მონტაჟდება
07-02-2018, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დავიწყეთ სოფლებში „მინი" საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" აღმოაჩინა „მინი" საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი და არის 200-300 მეტრის სიგრძის. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. მისივე განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

 


„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რაც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის ის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ," აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი