დოდო გუგეშაშვილს პრობლემები ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გააკეთა.
„ინფორმაცია ნახევარი საათის წინ მივიღე. ქალბატონი დიდო გუგეშაშვილი დაჭრილია. ახლა ოპერაციაზე იმყოფება და ჯერ არაფერი ვიცით. სახლში პოლიციაა. რამდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა. ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა. შვილი ერთი პერიოდი ჩვენთან მუშაობდა“, განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე, გრიგოლ გუგეშაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. გრიგოლ გუგეშაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყნებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმთა სამინისტრომ.
„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.