ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.
„პაციენტს ჭრილობები მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღით. აქვს ჰემორაგიული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. საოპერაციო ბლოკშია აყვანილი. ოპერაცია მიმდინარეობს, ძირითადი ეტაპები ფაქტობრივად დასრულებისკენაა. შემდეგ მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაგრძელდება. მის მდგომარეობას შეიძლება სტაბილურად მძიმე დაერქვას. ახლა ანასთეზიის ქვეშაა. დამატებით ინფორმაციას ვეღარ მოგაწოდებთ. ჯერ ოპერაცია მიმდინარეობს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. რა თქმა უნდა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ამჟამად კონტროლს ექვემდებარება”, განაცხადა ექიმმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.