ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში მომუშავე პირებს უფასო სკრინინგ-კვლევები ჩაუტარდათ.
ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრევენციის მიზნით ბაღების პერსონალს სპეციალური შემოწმება ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩაუტარდა.
„სკრინინგი, რომელიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, იმერეთის ზონალური სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა, მოიცავდა კვლევებს აივ ინფექციებზე, C ჰეპატიტზე, ტუბერკულოზსა და ჰიპერტონიაზე.
კვლევის მიზანია გადამდებ ინფექციათა დროული გამოვლენა, რათა თავიდან იქნას აცილებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დაინფიცირების რისკები. ვანის მუნიციპალიტეტის ბაღების პერსონალი გეგმიურად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაივლის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.