სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ტ.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა. დ.ტ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა დ.ტ. 2017 წლის 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ დ.ტ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლით გამოსაცდელი ვადით", აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.