ირაკლი კობახიძე აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
07-02-2018, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს (ACUS) აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდა.

 

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს.

 

 

„ვისაუბრეთ საქართველოს მიზნებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. თავმჯდომარეს გავაცანით ატლანტიკური საბჭოს საქმიანობა და პროგრამები, რომელიც ეხმარება თქვენს ქვეყანას ნატოსთან დაახლოებაში. ატლანტიკური საბჭო მუშაობს ანგარიშზე საქართველოს შესახებ, რომელიც ზაფხულში, ნატოს სამიტისთვის იქნება მზად. ატლანტიკური საბჭოს გუნდი საქართველოს მიმდინარე თვეში და შემდეგ - მაისში ეწვევა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა.

 

 

მისივე შეფასებით, თანამშრომლობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

 

 

„აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ატლანტიკური საბჭოს გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ვაშინგტონში, გადაწყვეტილების მიმღებნი დაერწმუნებინა, რომ ჩვენს მეგობრებს - საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გავუწიოთ“, განაცხადა დეიმონ ვილსონმა, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი