საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც.
ირაკლი კობახიძემ კონგრესმენს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, პიტერ როსკამმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა", აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.