ფხენიანი სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინა დღეს სამხედრო აღლუმს ატარებს
08-02-2018, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მისი არმიის დაფუძნების 70 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმს ატარებს ერთი დღით ადრე, ვიდრე სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

 


როგორც BBC იუწყება, ყოველწლიური აღლუმი ჩვეულებისამებრ აპრილში იმართება ხოლმე, მაგრამ წელს ის 8 თებერვლისთვის გადმოიტანეს.

 

 

„როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეამ აღლუმი 10:30 საათზე დაიწყო“, განუცხადა ანონიმურმა სამთავრობო წყარომ სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპს“.

 


აღლუმის დაწყებამდე კორეის ცენტრალური ტელევიზია საარქივო პროპაგანდისტულ ვიდეომასალებს აჩვენებს, სადაც ქვეყნის ყოფილი მეთაური, კორეის დამფუძნებელი მამა, კიმ ირ სენი, და მისი შვილი, ასევე აწ გარდაცვლილი ლიდერი, კიმ ჩენ ირი ჩანან.

 


ჩრდილოეთ კორეამ აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით კრიტიციზმს მკვახედ უპასუხა და განაცხადა, რომ „მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა თავისი სამხედრო ძალების დაფუძნებას ძალზე სერიოზულად უდგება და ამას პომპეზური ღონისძიებებით ზეიმობს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი