საველე ტაქტიკური სწავლება „ბაზალეთი 2018“ დასრულდა
08-02-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლის ბაზაზე სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

 

ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

 

 

ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს. ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის მეთაურის, პოლკოვნიკ ბიორნ სილებრანდის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 

 

ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა.

 


„ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტის მესამე ეტაპს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი