საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი სტუმრობს. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
ესტონეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს.
თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, ლევან იზორიამ კოლეგას ესტონეთის დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ეროვნული გვარდიისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კუთხით ესტონეთის გამოცდილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა. იური ლუიკის განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ესტონეთსაც საქართველოს მსგავსი თავდაცვის მოდელი აქვს პროფესიულ და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში.
შეხვედრის შემდეგ, იური ლიუკმა და ლევან იზორიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე კი, მინისტრებმა ხელი თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშრომლობის გეგმის მიხედვით ესტონეთი სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრას გამართავს", აღნიშნულია თავდაცვის უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.