ჯორჯ დაბლიუ ბუშმა განაცხადა, რომ „არსებობს საკმაოდ ნათელი სამხილი, რომ რუსები ჩაერიენ“ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
08-02-2018, 21:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა აღიარა რუსეთის ჩართულობა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა რა, რომ „არსებობს საკმაოდ ნათელი სამხილი, რომ რუსები ჩაერიენ“.

 


აბუ დაბიში, კალიფორნიაში ბაზირებული ექსპერტთა ორგანიზაციის, „მილკენის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ბუშს არ უთქვამს არაფერი თუ რას ფიქრობს იგი იმის შესახებ მოახდინა თუ არა გავლენა ამ ჩარევამ არჩევნების შედეგებზე, როგორც ამას The Associated Press-ი იტყობინება.

 


„პრობლემატურია, რომ უცხო სახელმწიფო არის ჩართული ჩვენ არჩევნებში“, განაცხადა ბუშმა.

 


დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო სადაზვერვო სამსახურების ანგარიშები, რომლებიც რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევას ადასტურებს და მას „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა რამდენჯერმე უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“.

 


კონგრესში ტრამპის თანაპარტიელები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ გამოძიებას და გასულ კვირას, პრეზიდენტის სანქციით კონგრესმა გამოაქვეყნა FBI-ის საიდუმლო სამსახურებრივი ჩანაწერები, რომლის მიზანიც ფედერალური საგამოძიებო ორგანოს დისკრედიტაციია.

 


ბუშმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაახასიათა, როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო „მუდამ გაბრაზებული“ ადამიანი. „მაშასადამე, მისი ნაბიჯების უმეტესობა საბჭოთა ჰეგემონიის დაბრუნებას“ ემსახურება, აღნიშნა ბუშმა. 

 


„მას არ შეუძლია იფიქროს ‘თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ ორივემ’ იგი მხოლოდ ფიქრობს, „როგორ გავიმარჯვო მე, შენ კი დამარცხდე’“, თქვა ბუშმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი