საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის სპიკერის გარდა, ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა.
საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. კირიაკოს მიცორაკისი პარტიის „ახალი დემოკრატია“ ლიდერია.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები მაქსიმალურად ახლოს არის ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, თუ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულება, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია და მნიშვნელოვანია, ამ პროცესით ხელისუფლებასთან ერთად დაინტერესებული იყოს ოპოზიციაც“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.