„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტის გაძლიერებაა.
„ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.