„ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რაც ავტოკრატიული რეჟიმის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა წინა ხელისუფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.
„საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ავტოკრატიული რეჟიმის შესაძლებლობას აძლევდნენ. ახლა კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს. აღარ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, საქართველოში დამყარდეს ავტოკრატიული მმართველობა - საპარლამენტო მმართველობის სისტემისა და პროპორციული არჩევნების ფონზე, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ეფექტურად იქნება თავიდან აცილებული“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.