„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების კუთხით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერებაა".
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით და თუ სხვადასხვა კვლევას დავეყრდნობით, ამ მხრივ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მაგალითად, Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, რაც უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევაა. თუ აქამდე ამ მხრივ ვლიდერობდით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთი ლიდერები ამ მიმართულებით, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.