„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს
09-02-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავს.

 

 

„2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც დანაშაულია.

 

 

გუშინ, აფგან მუხთარლი ახლო ნათესავების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ორი დღით გაათავისუფლეს, რამაც მას საშუალება მისცა, უფრო დეტალურად ესაუბრა მომხდარზე. ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ისედაც ნათელი იყო ყველასთვის – მისი გატაცება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით, საქართველოს სამართალდამცავების მიერ მოხდა. ის მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებს ქვეყნის პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

 

 

ამ მოვლენამ, რომელიც უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა, რითაც საქართველოს მთავრობისგან მომხდარი დანაშაულის დროული გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.

 

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს, გამოიძიოს მომხდარი, რადგან ამ დანაშაულში ჩართულია მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.

 

 

მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, პარლამენტი არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და აფერხებს ამ კომისიის შექმნას.

 

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე თავდასხმის, მისი გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს“, განაცხადა რომან გოცირიძემ ბრიფინგზე.

 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღით დატოვა, „რუსთავი 2"თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა. როგორც მუხთარლი ამბობს, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნესპარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.

 

 

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უშუალო ნებართვა კი, საქართველოს მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ქართულმა მხარემ მისი კანონიერად დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი ვერ იპოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი