საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა საქართველოს ძალისხმევის ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების მიმართულებით არსებობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს.
„მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.